“მხოლოდ იმიტომ რომ მზე ანათებს შენ შეგიძლია ეს შენს სასარგებლოდ გამოიყენო, მზის ელექტრო სადგურის დახმარებით შეგიძლია გახდე ენერგო დამოუკიდებელი და თავიდან აიცილო ელექტრო ენერგიის გადასახადი ”
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Solar Power-ის ვებ გვერდზე, რომელიც ვიმედოვნებთ იქნება თქვენი საიმედო პარტნიორი მდგრად ენერგეტიკულ გადაწყვეტილებებში მთელი საქართველოს მასშტაბით.
Solar Power-ში ჩვენ ვაერთიანებთ გამოცდილი პროფესიონალების გუნდს მზის ტექნოლოგიების ფართო ცოდნითა და გამოცდილებით. ჩვენი მისიაა გავაძლიეროთ ჩვენი მომხმარებლები საიმედო, ეკონომიკური და ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკული გადაწყვეტილებებით. თუ თქვენ ცდილობთ შეამციროთ ნახშირბადის ემისია, შეამციროთ ელექტროენერგიის ხარჯები ან გეგმავთ ინვესტირებას განახლებულ ენერგიაში, ჩვენ აქ ვართ, რათა ერთად შევიმუშავოთ თქვენს საჭიროებაზე მორგებული პროექტი და უზრუნველვყოთ მზის თითოეული სხივის გარდაქმნა თქვენს აქტივად.
სრულყოფილებისა და ინოვაციებისადმი ერთგულებით, ჩვენ ვცდილობთ განვახორციელოთ პროექტები, რომლებიც არა მხოლოდ აკმაყოფილებს, არამედ აღემატება ინდუსტრიის სტანდარტებს. ჩვენ ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებს თქვენი მზის სისტემების ეფექტურობისა და ხანგრძლივობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ შედეგებს და ხარჯების მინიმიზაციას.
შემოგვიერთდით უფრო სუფთა, ნათელი მომავლის მშენელობაში მზის ენერგიის გამოყენებით. ჩვენი სურვილია გრძელვადიანი სასიკეთო გავლენა მოვახდინოთ ჩვენს პლანეტაზე.
ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვართ პროფესიონალთა გუნდი ამ მეტად მნიშვნელოვან და ინოვაციურ ინდუსტრიაში, სპეციალიზირებულნი ვართ განახლებად ენერგიებში, კერძოდ კი მზის სისტემებში, რომლებიც მორგებული იქნება თქვენს საცხოვრებელ, კომერციულ და სამრეწველო საჭიროებებზე.
თითოეული პროექტი მზადდება ინდივიდუალურად, დამკვეთის სპეციფიკისა და მოთხოვნების გათვალისწინებით. გარდა წარმატებით შესრულებული პროექტისა, ჩვენ გთავაზობთ მუდმივ ტექნიკურ მხარდაჭერასა და მეთვალყურეობას რათა გარანტირებული იყოს თქვენი ინვესტიციის საიმედოობა
გულისხმობოს სადგურის პროექტის სპეციფიკაციიდან გამომდინარე ინსტალაციას, ქსელზე მიერთებასა და სადგურის ამუშავებას,რის შემდეგაც სადგური იწყებს სრუფლასოვან ფუნქციონირებას
ჩვენთან თანამშრომლობის შემდგომ მუდმივად ხდება თითოეული პროექტის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში დროული და ეფექტური რეაგირება
საერთო საგარანტიო პერიოდი 3 წელს გრძელდება, ხოლო სადგურის ჩართვიდან 6 თვის განმავლობაში ხორციელდება მისი კონტროლი დისტანციურად, ან საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე მისვლით.
ჩვენი კომპანია გამოირჩევა თითოეული მომხმარებლისადმი გულწრფელი დამოკიდებულებითა და ინდივიდუალური მომსახურებით, რომელსაც კარგად ვუთავსებთ ინოვაციურ მიგნებებსა და ეფექტურ გადაწყვეტებს.
საცხოვრებელი ინსტალაციებიდან დაწყებული, ფართომასშტაბიანი კომერციული პროექტებით დამთავრებული, ჩვენი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს ზედმიწევნით დაიგეგმოს და უნაკლოდ შესრულდეს პროექტის თითოეული დეტალი, რათა უზრუნველვყოთ დამკვეთის მაქსიმალური კმაყოფილება.
მზის ელექტრო სადგურის ფლობით თქვენ ხდებით ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის მომპოვებელი რომელიც ერთისმხრივ მოიპოვებს ენერგიას მზისგან, ხოლო მეორეს მხრივ ხელს უშლის ნახშირბადის გამოყოფას სამყაროში.
უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, ვახერხებთ მზის ენერგიის არა მხოლოდ ეფექტურ, არამედ მდგრად და ეკოლოგიურად სუფთა გამოყენებას. ინოვაციებისადმი ჩვენი ერთგულება უზრუნველყოფს, რომ ჩვენი მზის პანელები გარდა იმისა, რომ გამოიმუშავებს მაქსიმალურ ენერგიას, არის გამძლე და ესთეტიკურად მიმზიდველი.
შესაძლებელია 24/7 რეჟიმში ონლაინ კონტროლდებოდეს მზის ელექტრო სადგური, რაც საშუალებას იძლევა დაკვირვება მოხდეს თითოეული საათის, დღის ან კვირის შედეგებზე თუ როგორ წარმატებით ართმევს თავს ჩვენი სადგური და როგორ ვიღებთ სარგებელს მზისგან.
მოვლა იმაზე მარტივია ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს, მზის ელექტრო სადგურის მოვლა შემოიფარგლება მისი 2-3 თვეში ერთხელ სველი წესით გასუფთავებით რათა მტვერმა და ნადებმა არ შეამციროს თვენთვის მისაღები სარგებელი.
პერიოდი რომლის შემდგომაც დაიბრუნებთ თქვენს მიერ პროექტში ჩადებულ თანხას. იურიდიული პირებისთვის ეს პერიოდი შეადგენს 3.5 - 5 წელს ხოლო ფიზიკური პირების შემთხვევაში 5-6 წელს
საბედნიეროდ უკვე მრავალი წარმატებული კომპანია თუ ფიზიკური პირი გვენდობა ჩვენ რათა შევძლოთ და ვუზრუნველვყოთ მათი ენერგო დამოუკიდებლობა.
Solar Power გთვაზობთ თქვენს საჭიროებაზე მორგებული ინდივიდუალური პროექტის მომზადებას , ინსტალაციას და მეთვალყურეობას, ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ შეიძენთ პროფესიონალთა მხარდაჭერას თქვენი ენერგო დამოუკიდებლობის ამოცანის გადაწყვეტაში.
მზის პანელები უზრუნველყოფენ მფლობელის ენერგო დამოუკიდებლობას, ამცირებენ დამოკიდებულებას გარე ელექტროენერგიის წყაროებზე და უზრუნველყოფენ მუდმივი და სტაბილური ენერგიის მიწოდებას.
მზის პანელების დამონტაჟება საწყის ინვესტიციას საჭიროებს, თუმცა აღნიშნული თანხა ანაზღაურდება მომავალში დაზოგილი ელექტროენერგიის ხარჯებით.
მზის პანელების მფლობელები იღებენ ბენეფიტს შემცირებული ყოველწლიური ელექტროენერგიის დანახარჯებით, რომელიც ენერგიას ყოველგვარი საწვავის გარეშე აგენერირებს.
არსებობს არაერთი როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო დაფინანსების წყარო, რომლებიც ამარტივებს მზის პანელების გავრცელებას საქართველოში.
ჩვენ პატივს ვცემთ და ვითვალისწინებთ თითოეული ჩვენი მომხმარებლის რჩევებსა თუ მოსაზრებებს, თითოეული დამკვეთი მაქსიმალურად ინფორმირებულია იმ პროდუქტისა თუ სერვისის შესახებ რასაც ყიდულობს, ეს ერთ-ერთი მიზეზია რის გამოც კმაყოფილი მომხმარებლების რიცხვი ჩვენს რიგებში მუდმივად იზრდება.
– იმის დასადგენად, თუ რა სიმძლავრის ელექტროსადგურის დამონტაჟებაა საჭირო, პირველ რიგში აუცილებელია წლიური დანახარჯის გამოთვლა, ვინაიდან ელექტროენერგიის მოხმარება დამოკიდებულია მასში განთავსებულ ტექნიკაზე, სანათებზე და ა.შ. მაგალითისთვის, თუ თქვენ წლიურად ხარჯავთ 13000 კვტ/სტ-ს, ამისათვის საჭიროა 10 კვტ სიმძლავრის სადგური, რადგან საქართველოში 1 კვტ დადგმული სიმძლავრე, წლიურად გამოიმუშავებს 1300 კვტ/სთ ელექტროენერგიას.
– საქართველოში ნეტო აღრიცხვის სისტემა 2016 წელს ამოქმედდა, ნეტო აღრიცხვა არის ენერგიის აღრიცხვის პროცესი, რომლის შედეგადაც, სადგურის მიერ ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიეწოდება ქსელს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უკან უბრუნდება სადგურს. შედეგად, გამომუშავებული და მოხმარებული ენერგია ერთმანეთს ქვითავს.
– საშუალოდ, მზის პანელები ყოველწლიურად დეგრადაციას განიცდის 0,4%-ით. პანელების მუშაობის გარანტია შესაძლებელია 25-30 წლით. 25 წლის შემდეგ, მზის პანელები, როგორც წესი, განიცდიან ეფექტურობის დაქვეითებას და მუშაობენ მათი თავდაპირველი სიმძლავრის დაახლოებით 80%-ით. პირველი 10 წლის განმავლობაში წარმოების თვალსაზრისით პანელები არ უნდა ჩამოსცდეს 90 % -ს და 80 % -ს 25 ან 30 წლისათვის. ჯამში პანელებმა 25 წლის განმავლობაში გამომუშავების თვალსაზრისით არ უნდა მოიკლოს 20%-ზე მეტად.
მონოკრისტალური (Monocrystalline) პანელები
პოლიკრისტალური (Polycrystalline) პანელები
თხელი ფირის (Thin-Film) პანელები
BIPV (Building-Integrated Photovoltaics)
– მზის ელექტროსადგური შეიძლება დავაყენოთ ქვემოთ ჩამოთვლილ ადგილებზე:
რატომ? - მზის ენერგია ამცირებს კომუნალურ ხარჯებს, მზის ენერგია ეკოლოგიურად სუფთა და განახლებადია, ასევე ზრდის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და რაც მთავარია, მზის პანელები უზრუნველყოფენ მუდმივ და სანდო ენერგიას.
ჩვენი გუნდი მაქსიმალურად მოკლე დროში მოამზადებს თქვენზე მორგებულ პროექტს რომელიც საშუალებას მოგცემთ შეაფასოთ, რამდენად მომგებიანია მზის სადგურის მეშვეობით ენერგიის გამომუშავება და რამდენად მოკლე დროში შეძლებთ ინვესტირებული თანხის უკუგებას
atalakhadze@solarpower.ge+995 (595) 574 555